
ჰავაის კუ
ნახევარი საუკუნის წინ წყნარ ოკეანეში ატომური ბომბის საცდელი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური მასალა მეცნიერებს ბისას (ზღვის კუ) სიცოცხლის ციკლის გაგებაში დაეხმარა
წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუს ატომური ნარჩენების კვალი ბაკანზე ეტყობა.
ნახევარი საუკუნის წინ წყნარ ოკეანეში ატომური ბომბის საცდელი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური მასალა მეცნიერებს ბისას (ზღვის კუ) სიცოცხლის ციკლის გაგებაში დაეხმარა. ღირებული ბაკნის გამო, ისინი გადაშენების პირას არიან, ჰავაის მარჯნის რიფთან შემორჩენილია მხოლოდ ასამდე ზრდასრული კუ.
საზღვაო ეკოლოგი კაილ ვან ჰოუტანი ბისების შეფასებისას მიხვდა, რომ მარჯნის ფენებში არსებულმა რადიოაქტიურმა ნარჩენებმა და მისმა შემწოვმა მარჯნებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგვაწოდოს. მარჯნის რიფი წელიწადში ერთ ფენას იმატებს, როგორც ხე – წრეს და კალენდარს ემსგავსება. რადიოაქტიური ნახშირბადის შემცველობის გაზომვამ მარჯანში და მისმა შედარებამ ბისას ბაკანზე არსებულ დონესთან, შესაძლოა, განსაზღვროს თითოეული კუს დაბადების წელი, ზრდის ტემპი და სქესობრივი სიმწიფის ასაკი.