იაგუარებზე ბრაკონიერების კვალდაკვალ
მადიდის პარკი, რომელიც ნიუ-ჯერსიზე ოდნავ პატარაა, ბუნების ნამდვილი საგანძური


იაგუარებზე ბრაკონიერების კვალდაკვალ
მადიდის პარკი, რომელიც ნიუ-ჯერსიზე ოდნავ პატარაა, ბუნების ნამდვილი საგანძური
მთელი ღამე გადაუღებელად წვიმდა. რიო კვენდეკის მომწვანო წყალი გაშმაგებული და ტალახიანი მოედინებოდა, ისე ჩანდა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში კოკისპირული წვიმა წამოსულიყო. მადლობა ღმერთს, გადახურული კარგი ნავი გვყავდა. პატრულირებას ვახდენდი იქ, სადაც ამაზონის გიგანტური ობობები და ნაირფერი ხოჭოები ბუდობენ.

მადიდის პარკი, რომელიც ნიუ-ჯერსიზე ოდნავ პატარაა, ბუნების ნამდვილი საგანძურია. აქ დედამიწის ფრინველთა 11%-ზე მეტი და ძუძუმწოვრების 200 სახეობა ბინადრობს. მაღლა დაქრიან წითელი მაკაოები, მომწვანო-მოლურჯო პეპლების გუნდი ხალიჩასავით ეფინება გუბეებს, ხოლო უზარმაზარი ხეების ჩარდახი ცას აბნელებს.

ამ პარკში ცხოვრობს იაგუარი, ჯუნგლების იდუმალებით მოცული ცხოველი, კატისებრთა ოჯახის ლაქებიანი წარმომადგენელი, რომელიც ოდესღაც აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთიდან არგენტინამდე იყო გავრცელებული. იაგუარებმა საბინადრო დაკარგეს მესაქონლეობის, ფერმებისა და ტყის უკანონო ჩეხის გამო; ხშირად, მათ ხოცავენ კიდეც ადამიანები, რომელთაც იაგუარების ეშინიათ, ან საკუთარ საქონელს იცავენ. თუმცა, ეს კატები იშვიათად ესხმიან ადამიანს თავს, საქონელზე ნადირობა კი მათგან უფრო მოსალოდნელია. ახლა იაგუარებს ახალი საფრთხე ემუქრებათ: ბრაკონიერობა გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობისთვის.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.