ვინ:
National Geographic-ის მკვლევარი, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე ფოკუსირდება
სად:
სოლსბერის დაბლობი სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე
რა:
უსარკო კამერა ტელეობიექტივით
ამბავი:
2023 წლის მარტში დუსტი ანტარქტიკის ყინულოვან წყლებში National Geographic Expeditions-ის დავალებაზე იმყოფებოდა და სამხრეთ ჯორჯიის კუნძულის ველური ბუნებით ტკბებოდა. ორი საუკუნის განმავლობაში ნადირობისთვის განკუთვნილი კუნძული ახლა დაცული ტერიტორიაა და ცხოველების სიმრავლით გამოირჩევა. მათ შორისაა სამეფო პინგვინების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლონია. დუსტი ფოტოებს უღებდა საქმიანი ცხოველების ენერგიულ მოძრაობებს, როდესაც ისინი დაბაჯბაჯებდნენ, ცურავდნენ და ათასობით პინგვინს შორის როგორღაც პოულობდნენ თავიანთ ნაშიერებს.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.