ვინ:
დუსტი, ფოტოგრაფი ნიდერლანდებიდან, რომელიც ადამიანებსა და ბუნებას შორის ურთიერთქმედებას აღბეჭდავს.
სად:
ბიძაშვილის, ოდეტ დუსტის ვეტერინარიულ კაბინეტში კარიბის კუნძულ კიურასაოზე.
რა:
დუსტმა ფლამინგოს, სახელად ტომასის, ფოტოები ყველანაირი საშუალებით გადაიღო, სმარტფონისა და DSLR კამერის ჩათვლით. ამ ფოტოსთვის მან 100-მილიმეტრიანი ლინზა გამოიყენა.
ამბავი:
კუნძულ კიურასაოზე დუსტი ბიძასშვილის, ოდეტის ვეტერინარიულ კაბინეტს ესტუმრა სარეაბილიტაციოდ მყოფი ცხოველების გადასაღებად. იქ იგი ორ ფლამინგოს შეხვდა: ბობს, რომელიც ტვინის შერყევის შემდეგ გამოჯანმრთელებამ ინტერნეტსენსაციად აქცია და ფეხის სერიოზული ინფექციით დასუსტებულ ტომასს (ზემოთ). ოდეტის იმპროვიზირებული წინდების წყალობით ტომასმა მალევე შეძლო სიარული და ველურ ბუნებას დაუბრუნდა. ბობი, ართრიტის გამო, ბუნებაში დაუცველი იქნება, ამიტომ ის ოდეტს კიურასაოს სკოლებში დაჰყავს, რათა ბავშვებს ბუნების დაცვაზე ელაპარაკოს.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia