
იმპერიული ხანის ფოტოგრაფია
დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაშიც კი, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად არის ათვისებული ქართველი თუ უცხოელი მკვლევრების მიერ, იშვიათად ვნახულობთ ფოტოების ავტორების მეცნიერულად დასაბუთებულ დიფერენციაციას
საქართველოში ფოტოგრაფია მანამ არსებობდა, სანამ ალექსანდრე როინაშვილი და დიმიტრი ერმაკოვი კამერებს მოიმარჯვებდნენ და ვიზუალური მემკვიდრეობის შესანიშნავ მაგალითებს დაუტოვებდნენ თაობებს. თუმცა, ქვეყანაში, სადაც ფოტოგრაფიის ისტორია 21-ე საუკუნის დასაწყისშიც კი, არ არის სიღრმისეულად შესწავლილი, ადრეულ ფოტოგრაფიაზე საუბრისას, ხშირად სწორედ ამ ორ ფიგურას ახსენებენ, სხვებს კი იშვიათად.
არადა, ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატიანის“, ისევე როგორც საქართველოს სხვა არქივების მდიდარი ფოტოკოლექციები მოწმობს, რომ მე-19 საუკუნეში საქართველოში ათეულობით საინტერესო ფოტომოყვარული და ოსტატი მოღვაწეობდა. მათზე ძალიან მწირი ინფორმაცია შემოგვრჩა (ან ინფორმაციის კვალს ჯერ ვერ მივაგენით), ზოგიერთის სახელი კი საერთოდ არ ახსოვს ისტორიას. ფოტოების თვალიერებისას ეს ადვილად შესამჩნევია – „გადაღების ავტორი უცნობია“ – ამ წარწერას ხშირად ნახავთ ელექტრონულ თუ ძველმოდურ საბარათე კატალოგებში. უფრო მეტიც, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაშიც კი, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად არის ათვისებული ქართველი თუ უცხოელი მკვლევრების მიერ, იშვიათად ვნახულობთ ფოტოების ავტორების მეცნიერულად დასაბუთებულ დიფერენციაციას…
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.