
ინვესტიცია სითხეში
სოილენტი 30-ზე მეტ ინგრედიენტს შეიცავს, მათ შორის კალციუმის კარბონატს, სპილენძსა და სელენს
პროგრამისტ რონ რაინჰარტს მიაჩნია, რომ საკვების მომავალი სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაში არ არის. ტრადიციულ საკვებზე დროისა და ფულის ხარჯვა აღარ ისურვა და პრობლემის აღმოსაფხვრელად „საკვების მოლეკულურ დონემდე დაშლის” მიდგომა აირჩია: რაინჰარტი რამდენიმე თვე იკვლევდა, რისგან შედგება და რა პროდუქტს წარმოქმნის ადამიანის უჯრედი. ბოლოს მიიღო სქელი, ნაზი სითხე, რომელსაც ოდნავ არაბუნებრივი გემო დაჰკრავდა და მას „სოილენტი” (ზევით) უწოდა. სოილენტი 30-ზე მეტ ინგრედიენტს შეიცავს, მათ შორის კალციუმის კარბონატს, სპილენძსა და სელენს.
რაინჰარტს თავისი გამოგონების მხოლოდ ფასი და ეფექტიანობა როდი აღაფრთოვანებს; სჯერა, რომ „სოილენტს” შეუძლია ღარიბ ქვეყნებში საკვების სიმცირის აღმოფხვრა. „ასეთი საკვები ბევრად უფრო მდგრადი იქნება, თან ყველას ეყოფა”, – ამბობს ის.