
იქ, სადაც თავისუფლებაა
42 წლის ავსტრიელი მკერდამდე თოვლში ჩაფლული მიიწევდა წინ, ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე
გერლინდე კარტენბრუნერი ისტორიაში პირველი ქალია, ვინც მსოფლიოს თოთხმეტივე 8000 მ-ზე მაღალი მწვერვალი დალაშქრა დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ეს გმირობა 2011 წლის აგვისტოში K2-ის დალაშქვრით დასრულდა. 42 წლის ავსტრიელი მკერდამდე თოვლში ჩაფლული მიიწევდა წინ, ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე.
რატომ ადიხართ მთაზე?
როდესაც მთებში ავდივარ, თითქოს საკუთარ თავს ვპოულობ. იქ თავისუფლებაა და სრული კონცენტრაციაა შესაძლებელი. არანაირი სხვა ინტერესი, მხოლოდ მაღლა ასვლა.
ყოველთვის დაგაქვთ თან რაიმე განსაკუთრებული?
ჩემი ტიბეტური სამაჯური. მისი ქვები გამოხატავენ ძალას, ენერგიას, წარმატებასა და ჯანმრთელობას.
რა იყო თქვენთვის ყველაზე საშიში მომენტი?
2007 წელს დჰაულაგირიზე (ნეპალი) დილით ზვავი მოწყდა და ჩემს კარავში შემიტანა. ისე ბნელოდა არ ვიცოდი, მაღლა ვიყავი თუ დაბლა. მაშინ ვიფიქრე, რომ, არა უშავს, ვსუნთქავ მაინც. ყოველთვის დამაქვს პატარა დანა. კარავში ხვრელი ამოვჭერი, ნელ-ნელა მოვახერხე გარეთ გამოსვლა. ვეძებდი რომლებიც ჩემს მახლობლად დაბანაკებულ სამ ესპანელ მთამსვლელს. ორი მათგანი დაღუპულიყო. იმ მომენტში თითქოს ყველაფერი დამთავრდა. პირველად გამიჩნდა მთის დატოვების სურვილი.
როგორ გადაიტანეთ ეს საშინელი შემთხვევა?
ამაში ჩემს ქმართან, რალფთან საუბარი დამეხმარა, რომელიც ასევე მთამსვლელია და კარგად ესმის ჩემი. მე გავაცნობიერე, რომ არ შემეძლო ტრაგედიის შეჩერება და ვერ შევწყვეტდი მთამსვლელობას – ეს ჩემი ცხოვრებაა. ერთი წლის შემდეგ იმავე ადგილას დავბრუნდი. იქ ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. აქ სიხარული და მწუხარება ერთმანეთთან ახლოს არიან.
არის ეს ის, რისი კეთებაც ყოველთვის გინდოდათ?
დიახ. მოზარდობისას ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ალპინისტი გავმხდარიყავი, თუმცა არ ვიცოდი როდის უნდა გამეკეთებინა ეს. 2003 წლამდე ექთანი ვიყავი. ამის შემდეგ გავბედე, რომ თავი მთლიანად მთამსვლელობისათვის მიმეძღვნა.
რა რჩევას მისცემდით მოზარდებს, რომლებსაც ასეთივე ოცნება აქვთ?
ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი მისწრაფების. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ სხვები, თუ რა არის უკეთესი შენთვის – მოუსმინეთ საკუთარ გულს. თუ რაიმე მართლაც გიყვართ, ყოველთვის იპოვით მისი მიღწევის საშუალებას. მისწრაფების გარეშე კი ეს ყველაფერი უაზრობაა.