
იურული პარკი
გადაშენებული სახეობების აღდგენა უკვე აღარ არის ფანტაზია. მაგრამ არის კი ეს კარგი იდეა?
გასულ შემოდგომაზე, ვაშინგტონში, სამეცნიერო შეხვედრის დახურულ სხდომაზე, პირველად შეიკრიბნენ გენეტიკოსები, ველური ბუნების მკვლევარი ბიოლოგები, კონსერვაციონისტები და ეთიკის სპეციალისტები, რათა განეხილათ ისეთი უჩვეულო და ზოგადსაკაცობრიო საკითხი, როგორიც გადაშენებული სახეობების აღდგენაა. ამ შეხვედრაზე დაისვა ორი ფუნდამენტური კითხვა: შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება და ზოგადად, უნდა გაკეთდეს თუ არა ეს? მეცნიერები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგენდნენ მიღწევებს ღეროვან უჯრედებზე მანიპულირების, უძველესი დნმ-ის აღდგენის, დაკარგული გენომების რეკონსტრუქციის სფეროში. ყველა ღელავდა და საბოლოოდ გამოიკვეთა ერთიანი აზრი, რომელსაც თითქოს არავინ ელოდა: დღესდღეობით გადაშენებული სახეობების აღდგენა შესაძლებელია. დაუჯერებელია, მაგრამ ეს პროცესი მართლაც ბევრად უფრო შორს წავიდა და გაცილებით სწრაფად განვითარდა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით.
ბუკარდო, დოდო და დიდი ალკი, ჩანთოსანი მგელი, ჩინური მდინარის დელფინი, მოხეტიალე მტრედი და საიმპერატორო კოდალა – ეს ის ცხოველებია, რომლებიც ადამიანებმა (ზოგჯერ შეგნებულად) მიიყვანეს გადაშენებამდე (უახლოეს წლებში მათ მრავალი სხვა გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობა შეუერთდება) და სწორედ აქ დგება კიდევ ერთი საკვანძო საკითხი: სახეობების აღდგენის მომხრეების განცხადებით, ჩვენი ვალდებულებაა, აღვადგინოთ ის ცხოველები, რომელთაც გადაშენებისკენ ვუბიძგეთ. ნადირობით, ჰაბიტატების მოშლითა და დაავადებების გავრცელებით გავანადგურეთ ეს სახეობები. ჯონ ვინსი (ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ჩვენს ყურადღებასა და ფინანსებს უნდა მივმართავდეთ არა გადაშენებული სახეობების აღდგენისკენ, არამედ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და ჰაბიტატების გადარჩენისკენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.