
ჯანმრთელობის ნიშნები
რობერტსის თქმით, დიზაინსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის კავშირი საზოგადოებრივი კამპანიების ჩარჩოებს სცდება
1660-იან წლებში ინგლისში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ 100 000-მდე ლონდონელი იმსხვერპლა. გაფრთხილების მიზნით მსხვერპლთა კარებს „შავი ჭირის ჯვრებით“ ნიშნავდნენ, წარწერასთან ერთად „უფალო შეგვიწყალე“.

მას შემდეგ გაჩნდა სანიტარიული გაფრთხილებები საზოგადოების მიმართ. წიგნში და გამოფენაზე „შეუძლია გრაფიკულ დიზაინს თქვენი ცხოვრების გადარჩენა?“ დიზაინერები ლუსიენ რობერტსი და რებეკა რაიტი იკვლევენ, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესიჯების გადაცემა. რობერტსის თქმით, XIX საუკუნისათვის მასმედია, ექიმები და გრაფიკული დიზაინი კარგად გაიწაფა ხალხისთვის ჯანმრთელობასა და დაავადებებზე ინფორმაციის მიწოდებაში. ტუბერკულოზმა აშშ-ში ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებული პირველი დიდი კამპანიის წარმოება გამოიწვია. ერთი პოსტერი ხალხს დაუდევრად ფურთხებას, ცემინებასა და ხველას უკრძალავდა.

რობერტსის თქმით, დიზაინსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის კავშირი საზოგადოებრივი კამპანიების ჩარჩოებს სცდება. დიდი ბრიტანეთის ჰოსპიტლებში გადაუდებელი დახმარების ოთახებზე ნიშნები გამოცვალეს პაციენტებისათვის მოსაცდელი დროის შესახებ ინფორმაციის უკეთ მისაწოდებლად და მათ გადასანაწილებლად. ამან მოსაცდელ ოთახებში ჩხუბი 50%-მდე შეამცირა. გრაფიკული დიზაინის გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე შეიძლება ხანგრძლივი იყოს. ერთ დროს წითელი ჯვარი შავი ჭირის შესახებ გვაფრთხილებდა, ახლა ეს სიმბოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მანიშნებელი.