
ჯავახეთის ყველა ფერი
ფოტო კონკურსიდან „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“
ვინ:
ნიკა პაპოშვილი
33 წლის, ორნითოლოგი, ფოტოგრაფი
სად:
სამცხე-ჯავახეთი, საქართველო
რა:
Canon EOS 7D Mark II + Canon EF 100-400მმ f/4,5-5,6L IS II USM
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
ნიკა პაპოშვილის ნამუშევარმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არის გადაღებული, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე. ფოტო რჩეულ 26 კადრში შევიდა და გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. „ჯავახეთის ხშირი სტუმარი ვარ. ჩემი ვიზიტების მთავარი მიზანი წყალმცურავ ფრინველებზე დაკვირვებაა. ზოგჯერ ამინდში არ მიმართლებს და საათობით ველოდები გამოდარებას. ეს კადრიც ერთ-ერთი გამოდარების შედეგია“, – წერს ნიკა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge