
ჯავშანში ცხოვრება
ბიოლოგ ნაოკი აირის ჯგუფის მიერ შორეულაღმოსავლური კუს და ზღვის მწვანე კუს გენომის გაშიფვრამ გამოავლინა, როგორ ყალიბდება ბაკანი
ყველა ხერხემლიანის ემბრიონი ერთმანეთს ჰგავს. თუმცა 16-დღიანი განვითარების შემდეგ კუს ორგანიზმში ცვლილებები ხდება. მხრის ძვლები გულ-მკერდის არეში გადადის და ბაკნის ადგილს ათავისუფლებს. ნეკნები გარეთ, ზევით გადაადგილდება, ერთიანდება და ეხმარება ბაკნის უკანა ნახევრის ფორმირებას. კუ იმ ხერხემლიან ცხოველებს ეკუთვნის, რომლებსაც გარეგანი ჩონჩხი აქვთ;
ბიოლოგ ნაოკი აირის ჯგუფის მიერ შორეულაღმოსავლური კუს და ზღვის მწვანე კუს გენომის გაშიფვრამ გამოავლინა, როგორ ყალიბდება ბაკანი. ბაკნის განვითარებაში იგივე მექანიზმი მონაწილეობს, რაც კიდურების ჩამოყალიბებაში. აირს აინტერესებს, რატომ არ გამოიმუშავა კუმ განვითარების უფრო მარტივი გზა 250 მილიონი წლის განმავლობაში: „რატომ თავიდანვე არ ეზრდებათ მხრები გულმკერდში? ეს საიდუმლოა. ევოლუციური თვალსაზრისით, ისინი დაკლაკნილ გზას ირჩევენ“.