
ჯეისონ დე ლეონი
დე ლეონის კვლევა გვაჩვენებს, როგორ შეიცვალა მიგრაცია დროთა განმავლობაში
არქეოლოგიურმა გამოცდილებამ მას საშუალება მისცა, სიძველეები გაეთხარა. ახლა ის ამ გამოცდილებას თანამედროვე მიგრაციის საკვლევად იყენებს.
ჯეისონ დე ლეონმა კარიერა ტრადიციულ არქეოლოგიაში დაიწყო: მექსიკაში უძველესი ადგილების გათხრებში მონაწილეობდა და საუკუნეების წინანდელი არტეფაქტები აღმოაჩინა, მაგრამ როდესაც ქვის იარაღებზე დისერტაციას ამთავრებდა, მიხვდა, რომ სულ უფრო მეტად აინტერესებდა გათხრებზე მომუშავე ადამიანების შემაძრწუნებელი ისტორიები აშშ-ის საზღვრის გადაკვეთისა და მათი დეპორტაციის შესახებ. იფიქრა, რომ ამ საკითხის საკვლევად არქეოლოგიის გამოყენება შეიძლებოდა.
2000 წლიდან ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა სცადა სონორანის უდაბნოს გადაკვეთა. დე ლეონის კვლევა გვაჩვენებს, როგორ შეიცვალა მიგრაცია დროთა განმავლობაში. მაგალითად, 2009 წლიდან მან შავი პლასტმასის ბოთლების აღმოჩენა დაიწყო. თეთრი ბოთლები სასაზღვრო პატრულისთვის ადვილი შესამჩნევი იყო. ახლა მიგრანტებს ბოთლებზე მფარველი წმინდანების გამოსახულებები ან რუკები აქვთ დაკრული.
დე ლეონი თავის სამუშაოს „ეკლექტურს“ უწოდებს. ხან ბილიკებს მიუყვება, ხან მიგრანტებს ართმევს ინტერვიუებს თავშესაფრებსა და სასამართლოებში, ხან დრონებს უშვებს ცხედრების საპოვნელად. „არქეოლოგია ადამიანების ქცევის გაგებაა წარსულში იმის შესწავლის საშუალებით, რაც მათ დატოვეს. არავის უთქვამს, რომ წარსული ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს“.