
ჯეკფრუტი კერძებში
შესაძლოა, ეს სამხრეთაზიური კულტურა ამერიკაში მართლაც ძალიან შეიყვარონ, თუმცა ლეღვის, პურისა და თუთის ხის მსგავსად, ინდური პურის ხეც მოჭრისას დიდი რაოდენობით წებოვან ნივთიერებას გამოყოფს
ეკლიანი, უზარმაზარი ჯეკფრუტი (ინდური პურის ხე) არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ამ ტროპიკული მცენარის მკვახე ნაყოფი, მსგავსი ფაქტურის გამო, ხორცის შემცვლელად ითვლება. ის სულ უფრო პოპულარული ხდება აშშ-ში.
ჯეკფრუტი შეიცავს სახამებელს, გემო ნეიტრალური აქვს. „მისგან ყველაფრის მომზადება შეიძლება“, ამბობს კაისა ალგერი. ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში კერძებს ჯეკფრუტით ამზადებს.
შესაძლოა, ეს სამხრეთაზიური კულტურა ამერიკაში მართლაც ძალიან შეიყვარონ, თუმცა ლეღვის, პურისა და თუთის ხის მსგავსად, ინდური პურის ხეც მოჭრისას დიდი რაოდენობით წებოვან ნივთიერებას გამოყოფს. „მოზრდილი და დასამუშავებლად მოუხერხებელი ხილია“, ამბობს ალგერი.
თუმცა, თუ მისი მირთმევა გინდათ, დაფასოებული ჯეკფრუტის შეძენაც შეგიძლიათ.