ვინ:
ჯენიფერ ბოგლი, ლაბორატორიის თანამშრომელი და მოყვარული ფოტოგრაფი
სად:
სასწრაფო დახმარების ოთახი peaceHealth St. Joseph-ის სამედიცინო ცენტრში, ბელინგჰემში, ვაშინგტონში
რა:
Canon 5D Mark III 35-მილიმეტრიანი ლინზით
ამბავი:
ბოგლის ხუთი წლის ქალიშვილს, სუზანას ვირუსი შეეყარა. როდესაც მას ღაწვები გაუფერმკრთალდა და ჩაუცვივდა, ბოგლმა ნერვიულობა დაიწყო და ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა. სუზანა სწრაფად გამოჯანმრთელდა. ბოგლმა ეს ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც ფიქრობდა, თუ რამდენად გაუმართლა, რომ თანამედროვე სამედიცინო მომსახურებაზე მიუწვდება ხელი. ერთი კვირის შემდეგ ბოგლი ხელახლა აღმოჩნდა საავადმყოფოში, ამჯერად მის მეორე შვილს გახეთქილი ტუჩი გაუკერეს.
შემოუერთდი National Geogrpahic საქართველოს Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge