
ჯერ ისევ იხრება
კოშკის საძირკველზე ჩატარებული სამუშაოებიდან 12 წლის შემდეგ, ნაგებობის დახრილობას აღარ მოუმატია
როგორც ჩანს, პიზის კოშკის გადახრა მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდება.
კოშკის საძირკველზე ჩატარებული სამუშაოებიდან 12 წლის შემდეგ, ნაგებობის დახრილობას აღარ მოუმატია. ინჟინერ ჯონ ბერლინდის (ლონდონის საიმპერიო კოლეჯი) გუნდმა დახრის კუთხე 10%-ით შეამცირა და მისი მუდმივი მოძრაობა თითქმის შეაჩერა.
1173-1370 წლებში შლამისა და თიხისგან აშენებული 55,47-მეტრიანი კოშკის სტაბილიზების მრავალი მცდელობიდან, შედეგიანი ნიადაგის ამოღება და გრუნტის წყლების რეგულირებისათვის ჭების დამატება აღმოჩნდა. „თუ მიწისძვრა არ მოხდა, საგრძნობლად აღარ უნდა გადაიხაროს“, – ამბობს ბერლინდი.