ჯერ კიდევ მტკიცედ მდგომნი
ნორვეგიაში მცხოვრები ფოტოგრაფი ევროპის პირველყოფილი ტყეების სილამაზის, ღირებულების და სიფაქიზის აღსაბეჭდად მიემართება.

ჯერ კიდევ მტკიცედ მდგომნი
ნორვეგიაში მცხოვრები ფოტოგრაფი ევროპის პირველყოფილი ტყეების სილამაზის, ღირებულების და სიფაქიზის აღსაბეჭდად მიემართება.
დაცულია თუ არა ევროპის პირველყოფილი ტყეების უსაფრთხოება?
მიზიდავს შეულახავი ბუნების უშფოთველობა და სუფთა სილამაზე. იქ ყოფნა ჩემს ყურადღებას ამახვილებს. გარემოზე კონცენტრირება შინაგან სიმშვიდეს მგვრის და იქაურობის აღქმაში მეხმარება. კამერით შეიარაღებულმა, უამრავ საფრთხეს გადარჩენილ, საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებულ ევროპის პირველყოფილ ტყეებში ვიმოგზაურე.
იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, წიფლის ხეები მრავალრიცხოვანი ლიქენებითაა მორთული.
რონდანის ეროვნულ პარკში, ნორვეგიაში, კლადონიას გვარის ლიქენები თოვლისმაგვარ საფარს ქმნის თეთრი არყის ხეების ქვეშ.
ჩრდილოეთ შვედეთში ტორფნარებს ახასიათებს ბილიკები, რომლებიც წიწვოვანი ხეებით დაფარულ პატარა კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მადეირის, კანარის და აზორის კუნძულებზე დაფნის ტყეები ცოცხალი რელიკვიებია.

ვიზიტებს ართულებდა არახელსაყრელი ამინდი და მანძილი, რომელიც ყველაზე ფოტოგენურ ადგილებამდე მისასვლელად უნდა გამევლო, თუმცა პროცესისგან მიღებული სიამოვნება ყოველთვის იმარჯვებდა. მადეირის ნისლიან დაფნის ტყეებში ხეტიალისას გარშემორტყმული ვიყავი 800 წლის ხეებით, რომელთა ტანმა უეცარი კოკისპირული წვიმისგან დამიცვა. ეს წმინდა ადგილას შებიჯებას ჰგავდა.

შვედეთის ჩრდილოეთში და ნორვეგიის სამხრეთში ხელშეუხებელ ფიჭვის ტყეებში ხეტიალმა თავისუფლების განცდით დამაჯილდოვა, რომელიც სკანდინავიურ ბუნებაში ყოველთვის მეუფლება. იტალიის ციცაბო ფერდობებიდან ამოზრდილი წიფლის ხეები მაოცებდნენ სიძლიერით, რომელიც ექსპლუატაციისგან დაცულ ტყეებს ახასიათებთ. თავს იღბლიანად მივიჩნევ, რადგან ამ საოცარი ადგილების ხილვის და იქ ფოტოების გადაღების საშუალება მომეცა.

რუსეთის გამოკლებით, ევროპის ტყეების დაახლოებით 2 პროცენტია პირველყოფილი ან გაუჩეხავი. ისინი გვახსენებენ წარსულის უკიდეგანო ტყეების ეკოსისტემების გასაოცარ სიმდიდრეს. ასეთი ტერიტორიების უმეტესობა დაცულია, თუმცა ადამიანების რიცხვის ზრდასთან ერთად, რაც პლანეტაზე დამანგრეველად მოქმედებს, ამ ტყეების მომავალი გაურკვეველი რჩება. მე ვიმედოვნებ, რომ ისინი კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში იარსებებენ.