ვინ:
ჯორჯი, 26 წლის დამოუკიდებელი ფოტოგრაფი დელიდან, ინდოეთი
სად:
დელის ცნობილი ჯამას მეჩეთის სახურავი
რა:
Canon 5D Mark III კამერა 85 მმ-იანი ლინზით
ამბავი:
დელის ჯამას მეჩეთის სტუმრობისას ჯორჯმა მამა და შვილი შენიშნა, რომლებიც ლოცვის მოწოდებას სხვებთან ერთად ელოდებოდნენ. მათ თითქმის იდენტურად ეცვათ. ისეთი ჩვეულებრივი ქმედებისას, როგორიც ქუდის შესწორებაა, ჯორჯმა შეამჩნია, რომ ისინი ერთმანეთს „ლამაზ მომენტსა და განსაკუთრებულ კავშირს“ უზიარებდნენ. ფოტოს გადაღებიდან მალევე აზანი – ლოცვისკენ მოწოდება – გაისმა, რომელმაც მამა და შვილი სხვა ადგილისკენ იხმო.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge