ვინ:
National Geographic-ის მკვლევარი, რომელიც მსოფლიოს ცხოველთა სახეობებს აღბეჭდავს
სად:
ვაუბონსის საშტატო პარკი, აიოვა
რა:
კამერა Nikon D850, 60 მმ-იანი მაკროობიექტივით
ამბავი:
პროექტისთვის „ფოტოკიდობანი“ (Photo Ark), რომლის მიზანია ველური ბუნების კონსერვაციის წახალისება, სარტორემ 17 წლის განმავლობაში 14 000-ზე მეტი სახეობის პორტრეტი გადაიღო. მას შემდეგ, რაც მისი ობიექტივის სამიზნე პაწაწინა არსებები გახდნენ, მან მწერებით მდიდარ პარკში სინათლის ხაფანგი დადგა, ახლომდებარე კარავში კი დროებითი ფოტოსტუდია მოაწყო. ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო გამოვიდა 1-სანტიმეტრიანი სხეულის მქონე, მუხის ცხვირგრძელას პორტრეტი, რომელიც კამერაში ისე იყურება, თითქოს ახლო კადრის გადასაღებად ემზადება.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 352 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.