ვინ:
უკრაინული წარმოშობის შვეიცარიელი ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად ცხოველებს, პორტრეტებს და არქიტექტურას იღებს
სად:
კოულუნ-პიკი, ჰონკონგის პოპულარული სალაშქრო ადგილი
რა:
Canon 5D Mark 3, 70-200მმ ლინზით
ამბავი:
ღამის ჰონკონგის ფონზე სილუეტის გადასაღებად ვიმერლინმა მეგობარი წაიყვანა კოულუნ-პიკის ტყეში, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს, თუმცა ხელსაყრელი ადგილი ვერ მოძებნა. მეორე დღეს ფოტოგრაფი იმავე ადგილას დაბრუნდა და ციცაბო ქარაფს მიაგნო, საიდანაც განათებული ქალაქის მშვენიერი ხედი იშლებოდა. რადგან მარტო იყო, მოდელობაც თვითონ მოუწია. ორი საათის განმავლობაში კამერასა და ქარაფს შორის მიდი-მოდიოდა და გაუნძრევლად შეშდებოდა ყოველი ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს. მოგვიანებით იგი კვლავ დაბრუნდა ფერდობზე, თუმცა ზუსტად იმავე ადგილს ვეღარ მიაგნო.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia