
ჯუნა კოლმაიერი
კვლევა, რომელიც 2020 წელს დაიწყება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ტელესკოპებს ჩართავს მთლიანი ცის სკანირებაში
ვარსკვლავების აღრიცხვა მცირე და დიდი საიდუმლოების ამოსახსნელად
ჯუნა კოლმაიერს სამყაროს სუბსტანციის შეცნობა სურს: რა აყალიბებს გალაქტიკებისა და სუპერმასიური შავი ხვრელების მაგვარ კოსმოსურ სტრუქტურებს და გალაქტიკებს შორის მედიუმს, რომელიც გალაქტიკათაშორისო სიცარიელეს ავსებს? „ნებისმიერ ფიზიკურ მასშტაბზე შესაძლებელია პროცესების დანახვა, რომლებიც ჩვენთვის ხილვად, კომპლექსურ ფორმებს ქმნიან“, ამბობს კოლმაიერი, კარნეგის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი.
შარშან კოლმაიერი სლოუნის ცის ციფრული კარტოგრაფირების პროექტის მეხუთე ვერსიის დირექტორად დაინიშნა, პროექტისა, რომელიც სამყაროს რუკის შედგენას ისახავს მიზნად. კვლევა, რომელიც 2020 წელს დაიწყება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ტელესკოპებს ჩართავს მთლიანი ცის სკანირებაში. კოლმაიერის თქმით, „ასტროფიზიკა ობიექტების ქიმიურ შემადგენლობასა და ყველა ტრანზიციას გვიჩვენებს“. აქ იწყებს იგი კითხვებზე პასუხების ძებნას: როგორ იზრდება სუპერმასიური შავი ხვრელები? შეიძლება ვარსკვლავების საათების მსგავსად გამოყენება, რომლებიც გვეტყვიან, როდის და რანაირად ჩამოყალიბდა გალაქტიკა?
კოლმაიერი ასტრონომიაში ვარსკვლავების ყურებით არ მოხვდა. იგი იურისტობას აპირებდა, სანამ „ნერდების ბანაკში“ წავიდოდა და ვარსკვლავების კლასიფიცირებისათვის კომპიუტერული კოდის წერას ისწავლიდა. ახლა ის იმაზე უფრო შორსაა წასული, ვიდრე ოდესმე ამის წარმოდგენას შეძლებდა.