კანადის ველური დასავლეთი
ჩრდილოეთ სანაპიროდან ბოფორტის ზღვის გასწვრივ, იუკონი სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გადაჭიმული და ტბებით დაწინწკლული ტუნდრის, ტყეების, მთების, ჭაობებისა და მდინარეების უკიდეგანო სივრცეებს მოიცავს


კანადის ველური დასავლეთი
ჩრდილოეთ სანაპიროდან ბოფორტის ზღვის გასწვრივ, იუკონი სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გადაჭიმული და ტბებით დაწინწკლული ტუნდრის, ტყეების, მთების, ჭაობებისა და მდინარეების უკიდეგანო სივრცეებს მოიცავს
იუკონის ტერიტორია კალიფორნიაზე დიდია, თუმცა აქ სულ 37 000 მოსახლეა. ის უშველებელი სოლივითაა შეჭრილი ალასკასა და კანადის ძირითად ნაწილს შორის. ჩრდილოეთ სანაპიროდან ბოფორტის ზღვის გასწვრივ, იუკონი სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გადაჭიმული და ტბებით დაწინწკლული ტუნდრის, ტყეების, მთების, ჭაობებისა და მდინარეების უკიდეგანო სივრცეებს მოიცავს. კანადის რამდენიმე უმაღლესი მწვერვალითა და დიდი მყინვარებით გამოყოფილი ეს ტერიტორია თითქმის დაუსახლებელია. მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობა რამდენიმე პატარა დაბასა და დედაქალაქ უაიტჰორსშია გაფანტული. იუკონი მდიდარია ველური ბუნებით.
თითქოს სერენგეტია. აქაც, სერენგეტის მსგავსად, მკვეთრ სეზონურ ცვლილებებს მოსდევს კარიბუსა და სხვა ცხოველების უზარმაზარი ჯოგების მიგრაციები. იუკონის ერთ-ერთი ყველაზე ველური ადგილი პილის წყალგამყოფია, თვალუწვდენელი უდაბური მიწა, შოტლანდიაზე დიდი ტერიტორია. „პილის წყალგამყოფი დღემდე შემორჩენილ იმ მცირერიცხოვან ტერიტორიებს შორისაა, სადაც მტაცებლისა და მსხვერპლის ბუნებრივი ეკოსისტემა ჯერ კიდევ ხელუხლებელია. მგლით, მურა დათვით, არწივითა თუ ეკოსისტემის მომდევნო, ქვედა საფეხურზე მდგომი ცოცხალი ორგანიზმებით, ის მსოფლიო მნიშვნელობის ველურ საარსებო გარემოს წარმოადგენს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.