კარაკოიანები
კადრში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი უშუალო გარემოა
კარაკოიანები
კადრში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი უშუალო გარემოა
ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ქვეყნის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ყოველთვის მიზიდავდა სხვადასხვა ხალხების თუ სუბკულტურების ტრადიციები და რიტუალები. განსაკუთრებით მაინტერესებს ის, რაც საქართველოში ხდება. საოცარია, მაგრამ ხშირად, ქართველებმა, როგორც ეთნიკურად ყველაზე მეტმა ამ ქვეყანაში, საერთოდ არ ვიცით, რა ხდება ჩვენ გვერდით. ხშირად მეკითხებიან აქ გადაღებულ ფოტოებზე – ეს საქართველოა?
კადრში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი უშუალო გარემოა. ასევე, ყოველთვის მინდა ადამიანების ემოცია გადმოვცე – რას განიცდიან რიტუალების დროს. ზოგადად, მიყვარს ფერებით და ხალხით გაჯერებული დინამიკური კადრები.
ეს ფოტოამბავი ჩვენი ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეების, რუდიკ კარაკოიანისა და მანუშიკის, როგორც სოფელში ამბობენ, „უკვე კარაკოიანის” ქორწილს ასახავს. რამდენჯერმე ჩავედი ჯავახეთში, სოფელ ფარავანში და მათთან ერთად ვემზადებოდი ამ დღისთვის. ბევრი სახალისო და უცნაური რიტუალია მათ ქორწილში, რომლებიც, ჩემი აზრით, მხოლოდ ჯავახეთში მცხოვრებლებისთვის არის დამახასიათებელი და ამ რიტუალებს ერთმნიშვნელოვნად სომხურს, ან ცალსახად ქართულს ვერც კი დაარქმევ.