კარანტინის შუაგულიდან
იტალიაში მძვინვარე კორონავირუსის დროს ფოტოგრაფმა გადაწყვიტა,
მილანში პორტრეტები შორიდან გადაეღო


კარანტინის შუაგულიდან
იტალიაში მძვინვარე კორონავირუსის დროს ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, მილანში პორტრეტები შორიდან გადაეღო
კორონავირუსის ჟამს ერთი ფოტოგრაფი შორიდან იღებს პორტრეტებს
გაბრიელე გალიმბერტიმ ერთი საცხოვრებლის წინ განათების მოწყობილობები დადგა და უკან დაიხია, რათა შინ მყოფ ადამიანებს ის უსაფრთხოდ შეეტანათ სახლში. გარედან ხმამაღლა კარნახობდა, როგორ უნდა განლაგებულიყვნენ ადამიანებიც და განათებაც. ასეთია საკარანტინო პორტრეტული ფოტოგრაფია.
„ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაური პერიოდი“, – ამბობს გალიმბერტი, იტალიელი ფოტოგრაფი, რომელიც თებერვალში საყოველთაო კარანტინის დაწესების დროს მილანში იყო. მომდევნო კვირების განმავლობაში იგი ჟურნალისტ ჯეა სკანკარელოსთან ერთად აღწერდა, როგორ შეცვალა ქალაქის ცხოვრება კორონავირუსმა.

მილანის მცხოვრებთა პორტრეტების შექმნის იმედით მათ მეგობრებთან რეკვა დაიწყეს. „მათ ხმაში გარკვეული შიში შევნიშნე, – იხსენებს გალიმბერტი. – გარეთ გასვლის შიში და ერთი-ორჯერ – ჩემთან შეხვედრის აშკარად გამოხატული შიშიც“.




(ზემოთ მარცხნივ): ლუკა ვოლტას ვაჟი უჭირავს, მიკელა კროჩის კი – ქალიშვილი; მშობლები ცდილობენ, ბავშვები გაართონ.
(ზემოთ მარჯვნივ): დანიელე ვერონეზის და ანა მოსტოზის სახლში ყოფნა მოსწონთ, თუმცა ჯანდაცვის კრიზისზე ღელავენ.
(ქვემოთ მარცხნივ): რეპერი სადიქ მარკო ოლადიპულო, იგივე როი, „შინაპატიმრობაში“ ახალ სიმღერებზე მუშაობს.
(ქვემოთ მარჯვნივ): პაოლო და ელიზაბეტ ლომბარდები მანამდე ჩაიკეტნენ, სანამ ეს სავალდებულო გახდებოდა.
მსხვერპლი გაიზარდა, საავადმყოფოები გადაივსო და მილანის მცხოვრებლები სახლებში ჩაიკეტნენ. „საომარ ზონას ჰგავს“, – ამბობს გალიმბერტი. ამ დუეტმა ფრთხილი მეთოდოლოგიითა და მკაცრი დისტანცირებით შეძლო, დაეთანხმებინა ხალხი გადაღებაზე. როგორც გალიმბერტი ამბობს, მათი მიზანი იყო მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, როგორ გაუსწორდა ვირუსი იტალიას იმისათვის, რომ სხვებს თადარიგი დაეჭირათ და შეეკავებინათ მისი გავრცელება.
