ვინ:
ვაშინგტონში მცხოვრები ფოტოგრაფი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ცხოველებსა და მათ ურთიერთობებზე ადამიანებთან.
სად:
რანტჰამბორის ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ინდოეთში.
რა:
Canon EOS-1D X 100-400 მმ ლინზით
ამბავი:
„ამ ვეფხვის ადგილას ყოფნას ისურვებდით?” – გვეკითხება აიგნერი. 2018 წელს, ინდოეთში ყოფნისას, იგი შეესწრო სცენას, რომელიც მსოფლიოს სხვა ეროვნულ პარკებშიც ხშირად მეორდება: დამატებითი გასამრჯელოთი წახალისებული გიდები კლიენტებისთვის საუკეთესო ხედის შესათავაზებლად სისწრაფეში ერთმანეთს ეჯიბრებიან. შედეგად აშინებენ და ზიანს აყენებენ ველურ ცხოველებს. აიგნერის აზრით, ამ პრობლემას ამძაფრებენ ადამიანები, რომლებიც ტურისტულ წესებს არ ემორჩილებიან და ისინიც, ვინც ველური ბუნების ფოტოგრაფიას მისდევენ – მისი ჩათვლით.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.