ვინ:
ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მცხოვრები აიგნერი აქტიურად მოღვაწეობს კონსერვაციასა და ველური ბუნების ფოტოგრაფიაში
სად:
იასუნის ეროვნული პარკი ეკვადორში
რა:
Canon 7D Mark II, 600 მმ ლინზით
ამბავი:
ეკვადორის ამაზონიაში გატარებული ყოველი დღე ჯადოსნურია. „ეს ფილმ „ავატარში“ ყოფნას ჰგავს“, – ამბობს აიგნერი, რომელიც იქაურობას ხშირად სტუმრობს და ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის სემინარებს ატარებს. მდინარე ნაპოს შენაკადზე ნაოსნობის დროს, მისმა ჯგუფმა შავი კაიმანი შენიშნა, რომელსაც ფერადფრთიანი ბუზები ჰყავდა დახვეული. აიგნერმა აღბეჭდა მომენტი, როდესაც ცხოველის ქუთუთოზე ორი ბუზი დაჯდა. „ამაზონიაში ყოველთვის ხდება რაღაც გასაოცარი, – ამბობს იგი, – უბრალოდ იქვე უნდა იყო, რომ შენიშნო“.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia