ვინ:
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მოყვარული ფოტოგრაფი, სან-ფრანცისკოდან
სად:
ალასკა, ჩილკატის თეთრთავა ფსოვის ნაკრძალი
რა:
კამერა Sony Alpha 1, 600 მმ ობიექტივით
ქალაქ ჰეინსში (ალასკა), ორაგულის ქვირითობისას, თეთრთავა ფსოვების უდიდესი კონცენტრაცია აღინიშნება. კართიკ სუბრამანიამმა ტოტზე ჩამომჯდარი რამდენიმე ფსოვი შენიშნა, რომლებიც, სავარაუდოდ, მეტად გამბედავი თანამოძმეების ნანადირევით დაბრუნებას ელოდნენ. შემდეგ, უეცრად, ზემოდან ერთი ფსოვი დაეშვა საუკეთესო ადგილის დასაკავებლად. სუბრამანიამი აღფრთოვანებით იხსენებს გადაღების მომენტის დაძაბულობას. „ძლევამოსილ ფსოვს მალე მობეზრდა ეს ადგილი, რადგან ორაგული ჯერ არსად ჩანდა და ის სხვა მშიერ და იმედით სავსე ფსოვებს დაუთმო“, – ამბობს იგი.

დაასკანერეთ QR-კოდი ფოტოკონკურსის ათივე გამარჯვებულის ნამუშევრების სანახავად მისამართზე: natgeo.com/photocontestwinner