ვინ:
ბელი, ბაზრის კვლევის დირექტორი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი
სად:
მონტგომერის ოლქში ყოველწლიური სასოფლო-სამეურნეო ბაზრობა გაიტერსბურგში, მერილენდის შტატი
რა:
Fujifilm X100F ფოტოკამერა
ამბავი:
კელისა და მის ქმარს მცირეწლოვანი შვილისთვის საოლქო ბაზრობის მაგიის გაზიარება სურდათ. ვაშინგტონის სიახლოვეს, მონტგომერის ოლქში გამართულ სასოფლო-სამეურნეო ბაზრობაზე პატარას ძალიან მოეწონა თამაშები, განათება და საჭმელი. ბელი მთელი დღის განმავლობაში ბრუნდებოდა ერთსა და იმავე ადგილას, რომ საქანელები და აბრები სხვადასხვა განათებაზე გადაეღო. ბაზრობიდან წამოსვლის წინ მან კამერა კიდევ ერთხელ მიმართა საქანელაზე მსხდარი ადამიანების სილუეტებისკენ და ეს სცენა გადაიღო, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ხელები გაშალა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge