ხაფანგი
როგორც კი ფრინველი მახეში გაებმება, ფორსგრენი თავისი მოძრავი სტუდიით მაშინვე იქ ჩნდება


ხაფანგი
როგორც კი ფრინველი მახეში გაებმება, ფორსგრენი თავისი მოძრავი სტუდიით მაშინვე იქ ჩნდება
11 წლის წინ მხატვარმა ტოდ ფორსგრენმა სირბილის დროს მავთულხლართში გაბმული და მკვდარი ღამის ყანჩა შენიშნა. ფრინველის სილუეტის დანახვისთანავე მიხვდა, თუ როგორ უნდა აღებეჭდა ფირზე ფრინველები.
„ჩემი მშობლები მეფრინველეები არიან“, – ამბობს ფორსგრენი, – ხელოვნებასთან დაკავშირებული ჩემი პირველი მოგონება ჯონ ჯეიმს ოდიუბონისა და როჯერ ტორი პეტერსონის ნამუშევრე-ბია“. ყანჩის სილუეტით შთაგონებულმა, ფორსგრენმა გადაწყვიტა ისეთი ფოტოსერია შეექმნა, რომელიც ოდიუბონის ილუსტრაციებსაც იქნებოდა მიმსგავსებული და პეტერსონის საველე სახელმძღვანელოების ნახატებსაც.
ცისფერი მანაკინი (Chiroxiphia caudata), ბრაზილია
თეთრთავა გრატა (Zonotrichia leucophrys), აშშ
კარდინალი (Piranga rubra), კოსტა-რიკა
მგალობელი (Protonotaria citrea), კოსტა-რიკა
სოლისკუდა კოლიბრი (Campylopterus curvipennis), მექსიკა
ლურჯი კაჭკაჭი (Melanotis caerulescens), მექსიკა
ჩრდილოამერიკული ჭოტი (Aegolius acadicus), აშშ
ცისფერი მანაკინი (Chiroxiphia caudata), ბრაზილია
თეთრთავა გრატა (Zonotrichia leucophrys), აშშ
კარდინალი (Piranga rubra), კოსტა-რიკა
მგალობელი (Protonotaria citrea), კოსტა-რიკა
სოლისკუდა კოლიბრი (Campylopterus curvipennis), მექსიკა
ლურჯი კაჭკაჭი (Melanotis caerulescens), მექსიკა
ჩრდილოამერიკული ჭოტი (Aegolius acadicus), აშშ
ორნითოლოგიური კვლევების გაცნობის შემდეგ, ფორსგრენმა 2006-2014 წლებში მთელ ამერიკაში იმოგზაურა და მეცნიერთა მიერ დაგებულ ბადეში გაბმული ფრინველების ფოტოები გადაიღო. შეერთებულ შტატებში, პუერტო-რიკოში, მექსიკაში, კოსტა-რიკასა და ბრაზილიაში 57 სახეობა აღბეჭდა ფირზე. პირველი ფრინველი, რომელიც კალიფორნიაში გადაიღო, თეთრთავა გრატა იყო.
მეცნიერები ასეთ ბადეებს ხშირად, ყოველ 20-30 წუთში ერთხელ ამოწმებენ. ბრიუს პიტერჯონი, ფრინველების მარკირების ლაბორატორიის უფროსი ამბობს, რომ ეს ტექნიკა ყველაზე ეფექ-ტურია ფრინველთა შესასწავლად. მისი თქმით, ამ ხაფანგში გაბმული ინდივიდების მხოლოდ 1% ზიანდება ან იღუპება.
როგორც კი ფრინველი მახეში გაებმება, ფორსგრენი თავისი მოძრავი სტუდიით მაშინვე იქ ჩნდება. უკანა ფონისთვის თეთრ ნაჭერს იყენებს და გადასაღებ სუბიექტებს ფოტოგანათებას უწყობს ამრეკლავი შუქებით, რომ გამოსახულება გლუვი გამოვიდეს. გადაღების დასრულების შემდეგ, ოპერატორებს ფრთხილად გამოჰყავთ ფრინველები ბადიდან, წონიან და ზომავენ, ადგენენ სახეობას, ხანდახან ფეხზე ნიშანსაც უკეთებენ და ათავისუფლებენ.
სხვადასხვა სახეობის ამ გზით დაფიქსირება, პიტერჯონის თქმით, მეცნიერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის; მაგალითად, მიგრაციის მარშრუტებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, პოპულაციის შემცირების ნიშნებს. ეს ყველაფერი კი, ჯამში, მათ დასაცავადაა მნიშვნელოვანი.
ფორსგრენის თქმით, ასეთი კვლევები ფრინველების პოპულაციების მკაფიო სურათს იძლევა; იმედი აქვს, რომ მისი სამუშაო ადამიანებს აღუძრავს ფრინველისადმი თანაგრძნობას.
ფორსგრენის თქმით, მისი ხელოვნება მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებით არის შთაგონებუ-ლი: „მინდა ყველას დავანახო, რომ ეს ლამაზი, მეცნიერული საფუძვლის მქონე „ნაცნობობა“ მნიშვნელოვანი კვლევის საწინდარია“