
ჭკვიანი, გრაციოზული და ყველაზე სწრაფი დიდი კატა. მსოფლიოს სულ 10 000 გეპარდი შემორჩა. ეს ციფრი კატასტროფულად მცირეა. ეგვიპტელების მიერ 4000 წლის წინ სამარხებსა და ტაძრების კედლებზე უკვდავყოფილი ცხოველი, რომელიც სპორტულ ავტომობილზე სწრაფია, დღეს ღონემიხდილი გადარჩენისთვის იბრძვის. „სელექციონერები“ გეპარდის ბოკვრების შეძენას მომხმარებლებს ინტერნეტის საშუალებითაც კი სთავაზობენ.
მათ ფოტოებს Facebook-ზეც უამრავს ნახავთ. „ამ საქმეში დიდი ფული ტრიალებს და, ნარკოტიკებისა და იარაღის მსგავსად, ველური ბუნების კონტრაბანდაში ჩაბმულმა პირებმაც კარგად ორგანიზებული ქსელი შექმნეს.“ გეპარდი ზღვარზეა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.