ვინ:
კალიფორნიაში მცხოვრები მოყვარული ფოტოგრაფი, რომელიც ბუნებას აღბეჭდავს
სად:
მექსიკის რია-ლაგარტოსის ბიოსფერული ნაკრძალი
რა:
Nikon D850 კამერა, 500 მმ ლინზით
ამბავი:
ძიანგს სურდა ფლამინგოს ბარტყების ფოტოების გადაღება, თუმცა ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ფლამინგოების გამრავლების ადგილებით განთქმულ იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩასვლის შემდეგ ფოტოგრაფი რეინჯერებმა რია-ლაგარტოსის ბიოსფერულ ნაკრძალში შეაცილეს. გზას გამთენიამდე გაუდგნენ, წყალში შევიდნენ და სიბნელეში მზის ამოსვლას დაელოდნენ. გამთენიისას ძიანგმა ორიოდე კვირის ბარტყები შენიშნა. ფოტოგრაფი მოხიბლა პატარა ფლამინგოების „ფუმფულა ნაცრისფერმა ბუმბულმა, რომელიც განსხვავებულია, მაგრამ ჰარმონიულად გამოიყურება მათი მშობლების შეფერილობის გვერდით“.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.