ვინ:
ყოფილი ბიოლოგი, რომელიც ბუნებისმეტყველებასა და ველური ბუნების დაცვაზე ფოკუსირდება.
სად:
ტენას შემოგარენი, ეკვადორი
რა:
Sony Alpha 7R III 50მმ-იანი ობიექტივით და ორი გარე განათებით
ამბავი:
ეკვადორის ამაზონში მოგზაურობისას ასნარი ელოდა, რომ უხვ და მრავალფეროვან ველურ ბუნებას გადააწყდებოდა. „ბევრი სახეობა ჩემთვის ახალი იყო“, – იხსენებს იგი, მაგრამ ეს „არარეალური“ ცხოველი განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა. ღამით ლაშქრობის დროს ასნარი ბევრ ბაყაყს და მწერს გადააწყდა, თუმცა ამ ეკლიან არსებასთან (Panacanthus cuspidatus) შეხვედრამ გააოგნა. მაკროობიექტივისა და განათების გამოყენებით მან არსების პორტრეტი დააფიქსირა. ეს მწერების სამყაროს სასტიკი მტაცებელი პოზირებისთვის მზად აღმოჩნდა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.