
ხეების დრო
„ტყის აბაზანების" მოდა კი ახალია, მაგრამ სხვადასხვა კულტურაში გონების, სხეულისა და სულის სალბუნად ბუნება ოდითგანვე მიიჩნეოდა
სკეპტიკოსთათვის “ტყის აბაზანები” ტევრში ნელი გასეირნებაა და მეტი არაფერი, თუმცა იაპონური დისციპლინა შინრინ-იოკუ ბუნებაში უფრო ცნობიერ, მედიტაციურ ჩაფლობას გულისხმობს.
1980-იან წლებში შემოღებული პრაქტიკა დღეს საკმაოდ გავრცელებულია იაპონიაში, სადაც 1700-ზე მეტი სერტიფიცირებული გიდი ჰყავთ. აშშ-ში ის ფეხს ახლა იკიდებს, თუმცა, გიდებს უკვე იქაც ნახავთ, მენის შტატის აკადიის ეროვნულ პარკსა (ფოტოზე) და ლოს-ანჯელესის ბოტანიკურ ბაღში.
„ტყის აბაზანების” მოდა კი ახალია, მაგრამ სხვადასხვა კულტურაში გონების, სხეულისა და სულის სალბუნად ბუნება ოდითგანვე მიიჩნეოდა. სწორედ ეს წარმოდგენა იგულისხმება ნორვეგიულ სიტყვაში friluftsliv – „ცხოვრება ღია ცის ქვეშ”; დაახლოებით ამასვე მოიაზრებენ გერმანელები სიტყვაში Waldeinsamkeit, რითაც ტყეში ეულად ყოფნისას დაუფლებულ გრძნობას აღნიშნავენ და ბევრი ახალგაზრდა შვეიცარიელიც ამიტომ მიემართება მთებში კვირაობით წირვის მაგივრად.