ხეების სიბრძნე
ისინი შთაგვაგონებენ, გვანუგეშებენ და შეგვახსენებენ, რომ ცხოვრება გრძელდება
ხეების სიბრძნე
ისინი შთაგვაგონებენ, გვანუგეშებენ და შეგვახსენებენ, რომ ცხოვრება გრძელდება
თითოეული ხე რაღაც ამბავს ჰყვება, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით მრავლისმთქმელია და უამრავ მოგონებას, ფიქრსა და ტკივილს იტევს. ამ ხეებს ჩვენს წარმოსახვაში ვინახავთ, სადაც ისინი ჩვენი გასაოცარი ფანტაზიით შექმნილ, ჩვენივე შიშებით სავსე ტყეებში იზრდებიან. ზღაპრებსა და ლეგენდებში ტყე სულებისა და ჯადოქრების სამფლობელოა. ჩვენს ბავშვობაში აქ დიდი, ბოროტი მგელიც ბინადრობდა; შეიძლება, თეთრი ქორბუდა ირმისთვისაც მოგეკრა თვალი, მშვილდმომარჯვებულ მონადირეს რომ გაურბოდა. საჭირო დროსა და ადგილას განდეგილი ადამიანიც გამოჩნდებოდა და ზღაპრის კეთილ დასასრულს მოიტანდა.
ხეები იდეებსაც გვთავაზობენ. შთაგონების ატლასზე ყველაზე ცნობილი ვაშლის ხე ხის მესრითაა შემოსაზღვრული ლინკოლნშირის (ინგლისი) ბაღში. ამბობენ, 1666 წელს ამ ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და ერთ ახალგაზრდა კაცს, სახელად ისააკ ნიუტონს, ასეთი რამ აფიქრებინა: რატომ ეცემა ვაშლი ყოველთვის მიწის პერპენდიკულარულად?
ხე ბუნების მეხსიერების ბარათია, მოლეკულურ დონეზეც კი. ხის მერქანში დამატებული ყოველი რგოლი, ნახშირბადის სახით, წინა წლის ჰაერს ინახავს. ამგვარად, ხე მისი გარემომცველი გარემოს წლებსაც ინარჩუნებს.
ზოგჯერ ხეები ტკივილსაც გვაყენებენ. ამსტერდამში ანა ფრანკის სახლის წინ იდგა ერთი წაბლის ხე. ანა სხვენის ფანჯრიდან მთელი წელი აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდა მისი საყვარელი ხე, იმ საბედისწერო 1944 წლის 4 აგვისტომდე.
„ხე ცნობადისა“ – კოლექტიური მეხსიერების მატარებელი, ედემის ბაღში მდგარი ხე, რომელშიც უმანკოება და დანაკარგი განსხეულდა. სწორედ მისი ნაყოფია ცდუნების ვაშლი, რომლის მირთმევაც ძვირად დაგიჯდებოდათ…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.