ხმის ამაღლება, კონტროლის მოპოვება, ბედის შეცვლა, მომავლის განსაზღვრა
მსოფლიოს არაერთ წერტილში ქალთა ხმა სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის თავიანთ თემებსა თუ სამთავრობო დონეზე. ისინი საგრძნობლად უახლოვდებიან გენდერულ თანასწორობას


ხმის ამაღლება, კონტროლის მოპოვება, ბედის შეცვლა, მომავლის განსაზღვრა
მსოფლიოს არაერთ წერტილში ქალთა ხმა სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის თავიანთ თემებსა თუ სამთავრობო დონეზე. ისინი საგრძნობლად უახლოვდებიან გენდერულ თანასწორობას
საფრანგეთი, ინდოეთი, ნამიბია თუ იაპონია, ამ ბოლო წლებში ქალებმა ყველგან იგრძნეს მეტი ძალა მამაკაცთა არასწორ საქციელზე ხმამაღლა სალაპარაკოდ. მათმა გააქტიურებამ მიგვიყვანა გლობალურ დებატებთან სექსიზმზე, ქალთმოძულეობასა და ქალთა დაქვემდებარებულ როლზე ოჯახში თუ მის გარეთ.
დღევანდელი მსოფლიო მაინც მამაკაცების ხელშია არაერთი კუთხით, მაგრამ პოლიტიკასა თუ ხელოვნებაში ქალები უკვე ცვლიან რეალობას თავ-თავიანთ თემებში. ისინი რამდენიმე სარბიელზე იბრძვიან: სამთავრობო ინსტიტუციებში, სამსახურსა და სახლში, მიზნის მისაღწევად კი მიმართავენ ქუჩის საპროტესტო აქციებსა და თხრობის ძალას – ღიად გვიყვებიან საკუთარ ისტორიებზე და ასე ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შეცვლას.

გარკვეულ ქვეყნებში, მაგალითად, რუანდასა და ერაყში, დაწესდა საკანონმდებლო კვოტები, რომლითაც გარანტირებულია ქალთა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა პარლამენტში. 2003 წლიდან რუანდა სტაბილურად პირველი ქვეყანაა ქალთა პროპორციული წარმომადგენლობის წილით პარლამენტში. მალავიში და სხვა აფრიკულ ქვეყნებში, სადაც არ დაუწესებიათ მსგავსი მანდატები, ამ ცვლილების ცეცხლი გიზგიზებს ქვედა, უშუალოდ ადამიანურ დონეზე, ქალი ბელადების ხელით, რომლებიც უფლებამოსილებას ქალებსა და გოგონებს გადასცემენ.
თუმცა, ეს ცვლილება იშვიათად თუ ხდება მარტივად. პატრიარქალური საზოგადოებრივი წყობა ღრმად არის ფესვგადგმული, განსაკუთრებით ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სადაც სისტემის წინააღმდეგ წასვლა, თუნდაც მამაკაცი ბრძანდებოდეთ, დიდ საფრთხეს შეიცავს. დღემდე ჯერ ერთ ქვეყანასაც კი არ მიუღწევია სრული გენდერული თანასწორობისთვის. ამ მხრივ ყველაზე წინ წავიდნენ ჩრდილოეთის ქვეყნები, მაგალითად, ისლანდია და ნორვეგია, რომლებიც უმაღლეს საფეხურს იკავებენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილ გლობალური გენდერული სხვაობის ყოველწლიურ ინდექსში. რეგიონული და გლობალური საშუალო მაჩვენებლის გასაანგარიშებლად აღნიშნულ ინდექსში

მკურნალი
XI საუკუნის სენ-პოლის მონასტერში(პროვანსი)ისტორიული ფსიქიატრიული დაწესებულებაცაა. არტ სტუდიას თერაპევტი ანიკ ბოტიჩიო ხელმძღვანელობს. იგი ტრავმირებულ ქალებზე ზრუნავს. „ვცდილობ, საკუთარი თავის პოვნაში დავეხმარო, რომ შემდეგ ის გარე სამყაროს უჩვენონ“, – ამბობს ანიკ ბოტიჩიო.სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
შეწონილია ქვეყანათა პოპულაციური სიდიდეები და გენდერული უთანასწორობა გაზომილია ოთხ საკვანძო სფეროში: ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, პოლიტიკა. სიის ბოლოში გვხვდება მალავი და სხვა სუბსაჰარული ქვეყნების დიდი ნაწილი. თუმცა, ამ ერთ რეგიონში მკვეთრი სხვაობაც აღინიშნება და ორი სუბსაჰარული ქვეყანა ნუსხის პირველ ათეულშიც კი შედის: რუანდა (მეექვსე) და ნამიბია (მეათე). რუანდამ მაღალ საფეხურს მიაღწია ქალთა უფლებების დამცველი კანონების უწყვეტად გატარებით, რომელიც 1994 წლის გენოციდს მოჰყვა.
და მაინც, რა ფორმით იბრძვიან ქალები ყველაზე ეფექტურად გენდერული თანასწორობისთვის? რამდენიმე აფრიკული და არაბული სახელმწიფოს მაგალითზე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გზებს, თუ როგორ რევოლუციურად გარდაქმნიან ქალები საზოგადოებას.
2019 წელს ფოტოჟურნალისტ ლინ ჯონსონს გადაეცა ელაიზა სიდმორის ჯილდო. დღეს რანია აბუზეიდი სარგებლობს ნიმანის ჟურნალისტური გრანტით და ავტორია წიგნისა: „უკანა გზა მოჭრილია: ცხოვრება, დანაკარგი და იმედი ომიან სირიაში“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.