
ხოცვა-ჟლეტა ჭიანჭველების ბუდეში
დატყვევებული ჭიანჭველები პერიოდულად ჯანყდებიან, დამატყვევებლებს თავს აცლიან და მათ კვერცხებს ბუდიდან ყრიან
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მობინადრე მონათმფლობელ ჭიანჭველებს ერთადერთი მიზანი აქვთ: გაძარცვონ მეზობელი ჭიანჭველების ბუდეები და ხელთ იგდონ მათი ჭუპრები, რათა შემდეგ მონებად ამუშაონ. ინსტინქტი სძლევს წარმომავლობას და დამონებული ჭიანჭველები იქ იწყებენ მუშაობას, სადაც ბუდობენ.
თუმცა, დატყვევებული ჭიანჭველები პერიოდულად ჯანყდებიან, დამატყვევებლებს თავს აცლიან და მათ კვერცხებს ბუდიდან ყრიან. „თეორიულად აჯანყებას ერთი მეამბოხე ჭიანჭველა სჭირდება“, – ამბობს ბიოლოგ-ევოლუციონისტი ტობიას პამინგერი. ეს დაუსრულებელი ციკლი უფრო დამმონებელთა სასარგებლოდ მუშაობს. ასეთი სპარტაკისებური თავდასხმის შემდეგ მონათმფლობელ ჭიანჭველათა 30% ყოველთვის გადარჩება ხოლმე, რაც მეორე დღეს თავდასხმის მოსაწყობად საკმარისია.