
ხორცის მოყვარულთა დილემა
ცხოველთა სამყაროს დასაზოგად და პლანეტის გასაჯანსაღებლად ხორცის ჭამას უნდა მოვუკლოთ
ტეხასის ველებზე თენდებოდა და ვრანგლერის საქონლის ფერმაში 20 000 ტონა „ცოცხალი ხორცი იღვიძებდა“. აქ მომუშავე ადამიანები ადრიანად ამდგარიყვნენ. ქუჩებში სატვირთო მანქანები დაგრიალებდნენ და 14-კილომეტრიანი ბაგის ბეტონის ვარცლებს ორთქლზე დამუშავებული სიმინდის ფანტელით ავსებდნენ. 43 000 სული პირუტყვისათვის ეს ერთი ჩვეულებრივი დღეა (ისინი თითო კილოგრამით მოიმატებენ), მაგრამ არა ეზოს ჩრდილო კუთხეში შერეკილი რამდენიმე ასეული ცხოველისათვის, რომელთაც მალე უკანასკნელ გზაზე გაამგზავრებენ, ნაშუადღევს კი, კაუჭებზეც ჩამოკიდებენ.
ხორცი მკვლელობაა. საქონლის ხორცი ზუსტად ისევე კლავს, როგორც სიგარეტი. ცხოველთა სამყაროს დასაზოგად და პლანეტის გასაჯანსაღებლად ხორცის ჭამას უნდა მოვუკლოთ.
ხორცი გემრიელია, ყუათიანია. ხორცზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით გაიზრდება. ამიტომ, საჭიროა მისი მეტი რაოდენობით წარმოების გზები ვეძიოთ.
მოკლედ, ხორცი, განსაკუთრებით, საქონლის ხორცი მწვავე დისკუსიის საგანია…
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.