კინშასა: კონგოს ურბანული პულსი
ესაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საკვების მოხმარებისა და წყლის ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით, აქ მცხოვრები ადამიანები სიკვდილის პირას უნდა იყვნენ მისულნი
სტატიის ავტორი რობერტ დრეიპერი კონგოს დედაქალაქ კინშასას უბნებს მოგატარებთ და ბევრ საინტერესო ადამიანსაც გაგაცნობთ. ისინი ყველანი ხელოვანები არიან.
ესაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საკვების მოხმარებისა და წყლის ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით, აქ მცხოვრები ადამიანები სიკვდილის პირას უნდა იყვნენ მისულნი. სინამდვილეში კი, კინშასაში სიცოცხლე ჩქეფს. დედაქალაქის ნაგვიან ქუჩებში მოდის მოყვარული ლამაზი ტანსაცმლით თავს იწონებს, ფერმწერს სახლის კედლები ცოცხალი ქალაქური პეიზაჟებით მოურთავს, მოქანდაკე გადაყრილი კოვზებით ქალის ფიგურებს ქმნის, პატარ-პატარა კლუბებიდან მუდმივად ისმის მუსიკა.
„ფული არ მაქვს, მაგრამ ჩემნაირი ადამიანები არასოდეს კარგავენ იმედს. ჩვენ მებრძოლები ვართ. ჩვენ ღირსეულად ვკვდებით“, – ამბობს მხატვარი, რომლის პატარა ქოხს ასეთი წარწერა ამშვენებს: „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“. ის 32 წლისაა, ოქროს საყურეებს, დიდ სათვალეს, კოვბოის ჩექმებს, „დოლჩე და გაბანას“ ქამარსა და განიერ, სპილენძისფერ აბრეშუმის პერანგს ატარებს. მას დარიო ჰქვია და საკუთარ თავს უბნის მეფეს უწოდებს. დარიოს ნახატებში ერთდროულად იგრძნობა დაუოკებელი ენერგიაც და სევდაც, სიზმარიც და რეალობაც. მათზე გამოსახულია ხმაურიანი ქუჩის სცენები და ყოველდღიური ყოფის სიზიფესეული ჯაფაც.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.