
კლიმატის ცვლილება და კონდენსაციური კვალი
ეს წარმოქმნის თეთრ კონდენსაციურ კვალს, რომელიც შეიძლება თხელ, ბუმბულისებრ ღრუბლებში გაიფანტოს და კლიმატის ცვლილება გამოიწვიოს
როდესაც თვითმფრინავის ცხელ გამონაბოლქვში არსებული წყლის ორთქლი ცივ და ტენიან ჰაერს ეჯახება, ის იყინება. ეს წარმოქმნის თეთრ კონდენსაციურ კვალს, რომელიც შეიძლება თხელ, ბუმბულისებრ ღრუბლებში გაიფანტოს და კლიმატის ცვლილება გამოიწვიოს.
„Environmental Research Letters”-ის კვლევამ აჩვენა, რომ კონდენსაციური კვალით ფორმირებული ამინდის თავიდან აცილება შესაძლებელია თვითმფრინავების მარშრუტების შეცვლით. მაგალითად, ტრანსატლანტიკური ავიახაზის ფრენის ვექტორიდან 22-კილომეტრიანმა გადახვევამ ხელი შეუშალა 100 კილომეტრის სიგრძის კონდენსაციური კვალის წარმოქმნას. მარშრუტის გადახვევით გამოწვეული დამატებითი გამონაბოლქვიც რომ გავითვალისწინოთ, ამ რეისმა მაინც ნაკლები დათბობა გამოიწვია.