
კოცნა მხოლოდ კოცნა არ არის
შესწავლილი 168 კულტურიდან მხოლოდ 46 პროცენტს აქვს სოციალური ისტორია, რომელიც მოიცავს ვნებიან კოცნას
ადამიანური სიყვარულის გამოხატვის ფორმები უხსოვარი დროიდან გვხვდება, მაგრამ ამ გრძნობის გამოვლენა ტუჩების ვნებიანი შეხებით, საკმაოდ გვიანდელია ადამიანის ევოლუციის ისტორიაში, გვამცნობს ინდიანის უნივერსიტეტის კინსის ინსტიტუტისა და ნევადის უნივერსიტეტის (ლას-ვეგასი) მეცნიერების ჩატარებული კვლევა. ის არ არის უნივერსალური პრაქტიკა, ხოლო ზოგიერთ კულტურაში ვულგარულადაც მიიჩნევა.
შესწავლილი 168 კულტურიდან მხოლოდ 46 პროცენტს აქვს სოციალური ისტორია, რომელიც მოიცავს ვნებიან კოცნას.
კვლევის ავტორის, უილიამ იანკოვიაკის ვარაუდით, კოცნა, შესაძლოა, „უკავშირდებოდეს თავისუფალი დროის გაჩენას“ სოციალურად დაყოფილ საზოგადოებებში; ის ჯერ ელიტაში გაჩნდა და მერე მასებში გავრცელდა.