
კოლხურიდან ლარამდე
ამ სამონეტო ჯგუფს მეცნიერებმა „კოლხური თეთრი“ უწოდეს
კოლხეთში ძვ. წ. VI საუკუნეში სახელმწიფოს არსებობის შესახებ პირდაპირი ცნობები არქეოლოგიური მასალის და ბერძნულ-რომაული წყაროების გარდა, მეცნიერებას არ გააჩნდა. ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი, ამ მოსაზრების სასარგებლოდ იყო ფაქტი მონეტების მოჭრისა, რადგან მხოლოდ სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ერთეულს შეუძლია მოჭრას მონეტა.
მსოფლიოში პირველი ლითონის ფული ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში მოიჭრა ლიდიაში (მცირე აზია) და კუნძულ ეგინეზე (საბერძნეთში). ხოლო კოლხეთში – ძვ. წ. VI საუკუნეში. აქედან გამომდინარე, საქართველო სამონეტო ცივილიზაციის უძველესი კერაა და ქართულ ფულს ოცდაშვიდსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
ამ სამონეტო ჯგუფს მეცნიერებმა „კოლხური თეთრი“ უწოდეს.
დღეისთვის დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად სად იჭრებოდა „კოლხური თეთრი“ – კოლხეთის რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქში, მაგალითად, ბერძნების მიერ დაარსებულ ფაზისში (დღევანდელი ფოთი), თუ ქვეყნის სამეფო ზარაფხანაში.
ბოლომდე გარკვეულია, რომ ეს ფული კოლხეთისთვის იჭრებოდა და ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე იბრუნვოდა.
„კოლხური თეთრის“ დიდი ნომინალები: ტეტრადრაქმა, დიდრაქმა და დრაქმა იშვიათია, ნახევარდრაქმიანები (ტრიობოლები) ათასობითაა აღმოჩენილი.