
კოქტეილის ჩხირი – რომელია ეკოლოგიურად სუფთა?
ზოგან კოქტეილის ჩხირების გამოყენება აკრძალეს და ამით პლასტმასის ნარჩენების შემცირების გლობალურ ინიციატივას შეუერთდნენ
ამერიკაში 100 მილიონზე მეტი კოქტეილის ჩხირი იხარჯება ყოველდღიურად. უმეტესობა პლასტმასისაა და წყალში ხვდება, ზიანს აყენებს ზღვის ცხოველებს, შემდეგ კი მიკროპლასტმასად იშლება და მთელ დედამიწაზე ვრცელდება. ზოგან კოქტეილის ჩხირების გამოყენება აკრძალეს და ამით პლასტმასის ნარჩენების შემცირების გლობალურ ინიციატივას შეუერთდნენ. შშმ პირების ადვოკატები წამოწყების წინააღმდეგ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ პლასტმასის ჩხირები ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია და მისი სხვა მასალით ჩანაცვლება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.
ჩხირის მასალა: უპირატესობები და ნაკლოვანებები
- ლითონი
უჟანგავი ფოლადის, ალუმინის და ტიტანის ჩხირებს რკინის გემო დაჰყვება და სასმელში ცხელდება, თუმცა კარგად უძლებს ტრანსპორტირებას და მრავალჯერადი გამოყენებისაა. - ქაღალდი
1800-იანი წლების ბოლოს გამოგონილი ქაღალდის ჩხირები სითხეს იწოვს, რბილდება და სასმელში გემოს ტოვებს. თუმცა იმ ადგილებში, სადაც პლასტმასის ჩხირებზე აკრძალვაა, ეს საუკეთესო გამოსავალია. - სილიკონი
ეს მასალა მრავალჯერადი გამოყენების ფოლადის კარგი ალტერნატივაა. ერთმა მწარმოებელმა დამატებითი თვისებაც კი შესძინა: დაწვისას მასალა ბიოლოგიურად ინერტულ ფერფლად იქცევა. - მინა
მინის ჩხირები მსხვრევადია და ნაკლებად ტრანსპორტირებადი, თუმცა უკეთ ირეცხება და მათი ხელმეორედ გამოყენებაც ადვილია. ზოგმა მწარმოებელმა ჩხირებს ფერები, ორნამენტები და სხვადასხვა დიზაინი შემატა. - მყარი პლასტმასა
მყარი პლასტმასისგან დამზადებული მრავალჯერადი ჩხირები ტრანსპორტირებისთვის იდეალურია და კარგად ირეცხება. - ბამბუკი
ბამბუკისგან დამზადებული ჩხირები ხელოვნური ნივთიერებების მცენარეული ალტერნატივაა. მაგრამ, მათი გარეცხვა რთულია და სითხის გემოც შეიძლება მიიღონ, თუმცა გადაგდების შემდეგ ადვილად გადამუშავდება. - დრეკადი ჩხირები
1940-იან წლებში დრეკადი ჩხირების გამოგონების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებს სითხის მიღება წამოდგომის გარეშე შეეძლოთ. პლასტმასის დრეკადი ჩხირები უსაფრთხო და იაფფასიანია, თუმცა უფრო მწვანე ალტერნატივის ძიება არ წყდება.
გაიგეთ მეტი პლასტმასის ნარჩენებზე და მოაწერეთ ხელი პეტიციას მათ შესამცირებლად ლინკზე: natgeo.com/plasticpledge