ვინ:
National Geographic-ის მკვლევარი, რომლის ძირითადი საქმიანობაა საკონსერვაციო ფოტოგრაფია
სად:
კაზინს-როკი, გალაპაგოსის კუნძულები, ეკვადორი
რა:
Sony Alpha 1 28-60 მმ ობიექტივით და წყალგაუმტარი გარსაცმით
ამბავი:
გალაპაგოსის კუნძულების გარშემო წყლები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებითაა ცნობილი, მალე შესაძლოა უფრო მრავალფეროვანი გახდეს. 2021 წელს ეკვადორი, კოლუმბია, პანამა და კოსტა-რიკა შეთანხმდნენ საზღვაო ნაკრძალების გაერთიანებაზე, რაც 500 000 კვ. კმ-იან დაცულ ზონას ქმნის ვეშაპების, ზვიგენებისა და ზღვის კუების მიგრაციის მარშრუტების გასწვრივ. მიტერმაიერმა 3 თვე დაჰყო აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, რათა ამ საოცარი სახეობებისთვის ფოტოები გადაეღო, მათ შორისაა თევზი-კარდინალის გუნდი, რომელმაც გალაპაგოსის ზღვის ლომს ჩაუქროლა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.