კრიტიკული წერტილი
ქარი იკლებს, სოლს თოვლში ვასობ და ზედ თოკს ვამაგრებ. თუ მოვწყდი, ის ნამდვილად ვერ დამიჭერს. მაგრამ თავს ვიმხნევებ, სვლა რომ განვაგრძო


კრიტიკული წერტილი
ქარი იკლებს, სოლს თოვლში ვასობ და ზედ თოკს ვამაგრებ. თუ მოვწყდი, ის ნამდვილად ვერ დამიჭერს. მაგრამ თავს ვიმხნევებ, სვლა რომ განვაგრძო
რაც ძალა და ღონე მაქვს წერაყინს ვებღაუჭები, ძლიერმა ქარმა მთის კალთიდან რომ არ მომწყვიტოს. ქვემოთ 1500-მეტრიანი უფსკრულია. ექსპედიციის სხვა ორ წევრზე ვარ მიბმული, მთაზე კი არაფერი გვამაგრებს. ფეხის ერთი დაცურება და…
ქარი იკლებს, სოლს თოვლში ვასობ და ზედ თოკს ვამაგრებ. თუ მოვწყდი, ის ნამდვილად ვერ დამიჭერს. მაგრამ თავს ვიმხნევებ, სვლა რომ განვაგრძო. კონცენტრირებას ვცდილობ. კლდეზე ანკერს ვარჭობ და გუნდის წევრებს, უფსკრულის თავზე დაკიდებულ კორი რიჩარდსა და რენან აზთურქს, ვაზღვევ.
„კარგად დაწინაურებულხარ, მეგობარო!“ – ყვირის კორი და ასვლას განაგრძობს. მარცხენა მხარეს იჭერს და მარშრუტს ზვერავს. კლდე გრანიტის ლოდებითა და თოვლითაა დაფარული. ცოტაც და ამ წერტილს რენანიც აღწევს. თუმცა, ჩემს შვერილზე მისი დასადგომი ადგილი აღარ არის, ამიტომ გვერდს მივლის და თავის „ქანდარას“ პოულობს. კორი ზემოთაა, ფრთხილად მოძრაობს, მერე უჩინარდება.
მე და რენანი ქარს ზურგს ვაქცევთ, წელში ვიხრებით და მის გამოჩენას ველით. ფეხებს ვაბაკუნებთ, ტაშს ვუკრავთ, დამზრალი ხელები ოდნავ რომ გაგვითბეს…
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.