
კულტურული ასორტიმენტი
მასაის ყველა ტომის 3 მილიონზე მეტი ადამიანი კენიასა და ტანზანიაშია გაფანტული
„მასაი“ უძვირესი ბრენდია მსოფლიოში. ამ მომთაბარე ჯგუფის სახელით გამოდის ტანსაცმელი, სამკაული, ავტომობილი. მასაის ხალხისგან კი ამის ნებართვა არავის აუღია“, – ამბობს „მასაის ინტელექტუალური საკუთრების ინიციატივის“ თანამშრომელი აიზეკ ოლე ტიალოლო.
მასაის ყველა ტომის 3 მილიონზე მეტი ადამიანი კენიასა და ტანზანიაშია გაფანტული. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ისეთი ორგანოს მოძიებას, რომელიც მასაის სავაჭრო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებულ მიმართვებს განიხილავს და ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის დაბეგვრას მოითხოვს. „როგორც კულტურულ მემკვიდრეებს, ჩვენი საკუთრებისა და სახელის დაცვა გვსურს“, – აცხადებს ტიალოლო.