ვინ:
ლეინანი შაკ იოსაიტისი, ლას-ვეგასში მცხოვრები ფოტოგრაფი, რომელიც ადრე ნავთობის ინდუსტრიის თანამშრომელი იყო
სად:
ჩრდილოეთ ტანზანია, ნგორონგოროს კრატერთან ახლოს მდებარე მთა
რა:
Nikon D3S კამერა 70-200mm f/2.8 ლინზითა და 1.7x კონვერტერით
ამბავი:
იოსაიტისმა თავისი თაფლობის თვე ტანზანიასა და კენიაში საფარიზე გაატარა. ნგორონგოროს კრატერიდან წამოსვლის შემდეგ იგი და მისი ქმარი დაახლოებით 25 ჟირაფისგან შემდგარ ჯგუფს გადააწყდნენ. ჟირაფები ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ იდგნენ, რომელიც მათი მოყავისფრო შეფერილობის სილამაზეს უსვამდა ხაზს. იოსაიტისმა მძღოლს სთხოვა, ჟირაფებს ნელა მიახლოვებოდა. მძღოლმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და ისე გააჩერა, რომ მზესთან ზურგით ყოფილიყო. ორმა მამრმა ჟირაფმა კისრებით კინკლაობა წამოიწყო, რაც მათ დომინანტურობის გარკვევაში ეხმარება. იოსაიტისმა მომენტი დაიჭირა, რომელიც წამზე ნაკლები გაგრძელდა, როდესაც მამრი ჟირაფები ერთმანეთს გაუსწორდნენ და ისე ჩანდა, თითქოს ორი თავი ერთი ტანიდან იყო ამოზრდილი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge