ვინ:
პულიტცერის პრემიის მფლობელი ადარიო ომსა და ადამიანთა უფლებებს აშუქებს, ყურადღების ცენტრში კი ხშირად ქალები არიან.
სად:
ჰელმანდის პროვინცია, ავღანეთი
რა:
Nikon D3 კამერა 17-35 მმ ლინზით
ამბავი:
ადარიომ თავისი კარიერა კონფლიქტების აღბეჭდვაში განვლო. მიუხედავად ამისა, იგი იშვიათად ხვდება ფრონტის წინა ხაზებზე მომსახურე ქალებს. 2007 წელს მან ავღანეთში, ყანდაარში ყოფნისას, შეერთებული შტატების არმიის უფროსი პილოტი, ჯესი რასელი გაიცნო და მაშინვე დაუმეგობრდა. 2009 წელს ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ბანაკ “ლეზერნეკში“, სადაც რასელს შეტაკებების ზონებიდან დაჭრილები ვერტმფრენით გამოჰყავდა. საქმის კეთების პროცესში რასელის ყურებას არაფერი სჯობს, ამბობს ადარიო. “მე ყოველთვის ვამაყობ და ბედნიერი ვარ, როდესაც ქალები სტერეოტიპებს ანგრევენ“.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia