
ლოკოკინას ნიჟარა ასიმეტრიის საიდუმლოს ფარდას ხდის
რა მოხდება, რომ ამ გენმა მუტაცია განიცადოს?
ჩვენი სხეული გარეგნულად სიმეტრიულია, შიგნიდან კი ასიმეტრიული. „ხოლო ლოკოკინები – გარეგნულად ასიმეტრიულები“, – ამბობს ევოლუციის გენეტიკოსი ანგუს დევისონი. მან ტბორის ლოკოკინაში აღმოაჩინა გენი, რომელიც პასუხისმგებელია მათი ნიჟარის საათის მიმართულებით სპირალურ მოძრაობაზე. და, როგორც გაირკვა, ეს ზუსტად ის გენია, რომელიც განსაზღვრავს ხერხემლიანების, მათ შორის, ადამიანის უჯრედების სტრუქტურას. რა მოხდება, რომ ამ გენმა მუტაცია განიცადოს? ლოკოკინებში, ნიჟარები ტრიალებს მარცხნივ; ადამიანისთვის ამ გენის მუტაცია ფატალური იქნება.