ლონდონის მიწისქვეშეთი
დღეს ძნელია ბეტონის „ფარდის გადაწევა“ და არტეფაქტებით მდიდარი მიწის ჩიჩქნა


ლონდონის მიწისქვეშეთი
დღეს ძნელია ბეტონის „ფარდის გადაწევა“ და არტეფაქტებით მდიდარი მიწის ჩიჩქნა
ლონდონივით ძველი და დიდებული ქალაქების მოკირწყლულ გზებს თუ აყრით, რას აღარ იპოვით იქ: I საუკუნის რომაულ ფრესკას, შუა საუკუნეების ციგურებს, სპილოს ეშვსაც კი. ლონდონი გამუდმებით იცვლებოდა. საქსონიელები, ნორმანები, ტიუდორები თუ ვიქტორიანული ეპოქა… მას ყველა საკუთარ „აგურის ფენას“ ადებდა.
დღეს ძნელია ბეტონის „ფარდის გადაწევა“ და არტეფაქტებით მდიდარი მიწის ჩიჩქნა. მაგრამ საინჟინრო პროექტებისა თუ სამშენებლო ბუმის ჩინებულმა კომბინაციამ არქეოლოგებს მისცა უპრეცედენტო შესაძლებლობა: გადაფხიკონ ზედაპირი და ქალაქის შორეული წარსული იკვლიონ.
არქეოლოგების მოპოვებული მილიონობით არტეფაქტი უხსოვარი დროიდან მიუყვებოდა მდინარე ტემზის ისტორიულ ნაპირებს; ადრეული მეზოლითი (11 000 წლის წინ) თუ გვიანი ვიქტორიანული ეპოქა (მე-19 საუკუნის დასასრული); ათასობით ძვალი, საუკუნეების წინ მივიწყებული და ახალი მშენებლობებით განადგურებული სასაფლაოებიდან.
სწორედ ამ ისტორიის ერთ-ერთი უძველესი ფურცელი გადაიშალა 2010 წელს; კორდვეინერის უძველეს რაიონში, მშენებლობისას გათხრილი 12 მეტრის სიღრმის ორმო არქეოლოგიურ ველად გადაიქცა…
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.