ლტოლვილად დაბადებული
ბანგლადეშში, მსოფლიოს უდიდეს ლტოლვილთა ბანაკში, ყოველდღიურად ათობით იურიდიული მოქალაქეობის არმქონე როჰინჯელი ბავშვი იბადება. რა ელით მათ მომავალში?


ლტოლვილად დაბადებული
ბანგლადეშში, მსოფლიოს უდიდეს ლტოლვილთა ბანაკში, ყოველდღიურად ათობით იურიდიული მოქალაქეობის არმქონე როჰინჯელი ბავშვი იბადება. რა ელით მათ მომავალში?
ატირებული ახალშობილი ლტოლვილებისთვის შეწირულ წითელ პლედში იყო გახვეული. მხოლოდ ერთი დღის ჩვილს ჯერ სახელიც კი არ ჰქონდა. შვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე მისი მშობლები მიანმიდან გაქცეულ როჰინჯებს შეუერთდნენ და ბანგლადეშში, კოქს-ბაზარში განლაგებულ მსოფლიოში უდიდეს ლტოლვილთა ბანაკს – კუტუპალონგ-ბალუხალის სახელით ცნობილ დასახლებას შეაფარეს თავი.
კოქს-ბაზარში დაბადებული როჰინჯა ბავშვები არც ბანგლადეშელებად და არც ბირმელებად ითვლებიან. ამის გამო ისინი სიცოცხლეს იურიდიულ საპყრობილეში იწყებენ. როჰინჯებს თავის მოქალაქეებად არც ერთი ქვეყანა ცნობს. შედეგად ლტოლვილთა ბანაკში დაბადებული ბავშვები აპატრიდები არიან. მიანმას მთავრობის მიერ 1982 წელს შემოღებულმა კანონმა ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს მოქალაქეობა მიანიჭა. მოგვიანებით როჰინჯას აღნიშნული რიგებიდან გარიცხვა გადაწყდა და მათი მოქალაქეობის დამტკიცება თითქმის შეუძლებელი გახდა, მთავრობას კი საშუალება მიეცა, როჰინჯებისთვის, საჭირო იდენტობის დამადასტურებელი ბარათების ნაცვლად, დროებითი სარეგისტრაციო ბარათები დაერიგებინა, რითიც მათი ეროვნება ვერ დადასტურდებოდა.

ნაშაპურიდნ, მიანმა.
იგი თავის ერთი თვის შვილს ნურ კაიას არწევს.
2017 წლის აგვისტოში როჰინჯა მებრძოლებმა იერიში მიიტანეს მიანმის პოლიციაზე. ბირმელმა სამხედროებმა ნაბიჯს დარბევით უპასუხეს. ამის შემდეგ იმ სავარაუდო მილიონი როჰინჯასგან, რომელიც მიანმაში ცხოვრობდა, 900 000-ზე მეტი ბანგლადეშში გაიქცა. იმის გამო, რომ ბანგლადეში როჰინჯებს ლტოლვილებად არ აღიარებს, მათთვის შეზღუდულია გადაადგილება, მათ არ აქვთ საჯარო მომსახურებასთან წვდომის, განათლების და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა.
გაეროს ცნობებით, კოქს-ბაზარში მცხოვრები ნახევარი მილიონი ბავშვიდან 30 000-ზე მეტი 1 წლისაც არ არის. „მოქალაქეობის არქონა დიდი გაურკვევლობის მიზეზია როჰინჯა ბავშვების მომავლისთვის“, ამბობს UNICEF-ის წარმომადგენელი კარენ რიდი. „მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ბავშვი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება იყოს დისკრიმინაციის მსხვერპლი.
ჩოუდურის პროექტი წარმოაჩენს ბავშვებს როგორც ეთნიკურ კუთვნილებაზე დაფუძნებული კონფლიქტის თანმხლებ მსხვერპლს. „ხშირად მაგონდება ჯონ ლენონის სიმღერა “Imagine“, ამბობს იგი. „სამყარო საზღვრების გარეშე – სწორედ ესაა ამ პროექტის მთავარი გზავნილი.“
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.