მადლობა ბუზებს
რაში დასჭირდა საფუარს, ევოლუციის განმავლობაში, არომატული სუნის გამომუშავება?
ლუდის სასიამოვნო არომატი ჩვეულებრივი საფუარის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების ნაწილია. საკითხავია, რაში დასჭირდა საფუარს, ევოლუციის განმავლობაში, არომატული სუნის გამომუშავება?
აღმოჩნდა, რომ ამ სუნს წარმოქმნის საფუარის ერთი ალკოჰოლის, აცეტილ ტრანსფერაზის გენი, სახელად ATF1. სუნი კი იზიდავავს დროზოფილას – ჩვენთვის კარგად ცნობილ ხილის აბეზარ ბუზს, რომელიც საფუარზე ფუთფუთებს და შემდეგ ფეხებზე მიკრულ სოკოს გარემოში ავრცელებს.
ექსპერიმენტების შედეგად, ლოვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ფლანდრიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საფუარიდან ATF1 გენის ამოღება ცვლის დროზოფილას რეაქციას, უკარგავს მას მუტანტი საფუარისადმი ინტერესს. შედეგად, იზღუდება საფუარის ბუნებაში გავრცელება. „ორ ერთმანეთთან თითქოსდა სრულიად დაუკავშირებელ სახეობას, საფუარის სოკოსა და ხილის ბუზს შორის, ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდა სუნზე დაფუძნებული საინტერესო სიმბიოზი. ბუზი იკვებება საფუარზე და საფუარი ხეირობს ბუზით, რომელსაც გადააქვს ის და ავრცელებს გარემოში“, – ამბობს დოქტორი ფერსტეპენი. რომ არა ბუზი, ლუდს ასეთი სასიამოვნო არომატი არ ექნებოდა.
დიდი მადლობა ბუზებს, ამ საჩუქრისათვის!